ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.
ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. დაუზუსტებელი ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
