Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის და სხვათა „პრინციპული არჩევანი“ იყო – მის ქმედებებთან დაკავშირებით კი, „გამზრდელს“ მოვიხმობ და თუ არ წაუკითხავთ, შეუძლიათ წაიკითხონ, რას ნიშნავს, როცა ვიღაცაზე პასუხისმგებლობას იღებ”- ზაზა ბიბილაშვილი

November 18, 2026
“სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის და სხვათა „პრინციპული არჩევანი“ იყო – მის ქმედებებთან დაკავშირებით კი, „გამზრდელს“ მოვიხმობ და თუ არ წაუკითხავთ, შეუძლიათ წაიკითხონ, რას ნიშნავს, როცა ვიღაცაზე პასუხისმგებლობას იღებ”- ზაზა ბიბილაშვილი

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას, აქაც საქმე რაღაცნაირ ერთგვარ ეშმაკობასთან გვაქვს. მე შემიძლია დანამდვილებით ერთი რამ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და სხვათა “პრინციპული არჩევანი” იყო. რაღაც განცხადებები გინდათ რომ მიიღოთ მხედველობაში და რაღაც არ გინდათ, მე იმას გეუბნებით, რაც უდავოა – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარის მიერ დასმულ კითხვას, “პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო თუ არა ლეგიტიმური?”

ბიბილაშვილმა პირველ რიგში დაზუსტება მოითხოვა, თუ აღნიშნული კითხვა აკრძალვის რომელ საფუძველს მიემართებოდა.

„პირველ რიგში, კითხვის დამსმელმა დააკონკრეტოს ეს კითხვა შემდეგი აკრძალვის რომელ საფუძველს მიემართება”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

მისი საკითხის დაზუსტების მოთხოვნას უპასუხა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა.

“კითხვებს ახლა ჩვენ ვსვამთ, შეგიძლიათ არ უპასუხოთ”, – უპასუხა შარმანაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილის მხრიდან აღნიშნულ მოთხოვნას ასევე გამოეხმაურა, სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს შეუძლია თქვას, რომ არ მიემართებათ შეკითხვა და ესეც პასუხი იქნება, ან თუ ჩათვლიან, რომ საფუძველი არ აქვს, დასკვნით სიტყვაში მიუთითონ.

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ, ასეთმა მოსაზრებებმა სასამართლოს შეკითხვებთანაც გაიჟღერა, თუ თქვენ თვლით, რომ არ მოგემართებათ, ან აკრძალვის საფუძველს არ მიემართება, შეგიძლიათ თქვათ, რომ არ მოგემართებათ და ესეც პასუხია. საფუძველი თუ არ აქვს, შეგიძლიათ ეს უპასუხოთ და ეს თქვენ დასკვნით სიტყვაში მიუთითოთ, რომ აკრძალვის საფუძველთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის. კონკრეტულად ლეგიტიმაციის საფუძვლებზე არ არის, ფაქტზე გეკითხებათ, ასე იყო თუ ისე იყო”, – განაცხადა ნადარაიამ.

ზაზა ბიბილაშვილმა მოსარჩელე მხარის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ “აქაც საქმე ერთგვარ ეშმაკობასთან ჰქონდათ”.

„ანუ ამას არ აკონკრეტებს მხარე… რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას, აქაც საქმე რაღაცნაირ ერთგვარ ეშმაკობასთან გვაქვს. მე შემიძლია დანამდვილებით ერთი რამ გითხრათ – სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და სხვათა „პრინციპული არჩევანი” იყო. რაღაც განცხადებები გინდათ რომ მიიღოთ მხედველობაში და რაღაც არ გინდათ, მე იმას გეუბნებით, რაც უდავოა. სალომე ზურაბიშვილი იყო ამ ადამიანების “პრინციპული არჩევანი”, შესაბამისად ეს სადავო არ არის. სალომე ზურაბიშვილზე რაც არ უნდა ვთქვა, მისი ნეგატიური თუ პოზიტიური მადლი ჩვენზე ვერ გადმოვა. სალომე ზურაბიშვილის არჩევნების შედეგად, პირველი მე რაც მახსენდება ბოლო წლებში ეუთო/ოდირის დასკვნაში დაიწერა, რომ “ეს არჩევნები იყო თავისუფალი, მაგრამ უსამართლო”, ესეც არის ფაქტი. დანარჩენი იმავე სულისკვეთებით უნდა განიმარტოს რა სულისკვეთებითაც პასუხი პირველ კითხვაზე გაგეცით, დანარჩენი არის იმის პოლიტიკური განმარტება თუ რა არის ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა არის პოლიტიკური საკითხი და ის ფაქტი ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მივიჩნევთ თუ არა ლეგიტიმურად არ არის საქმესთან შემხებლობაში, რაც არის შემხებლობაში და უდავო ფაქტია, რომ ის იყო მოსარჩელეების “პრინციპული არჩევანი” და შესაბამისად მის მანამდე თუ მომდევნო ქმედებებთან, აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ მოვიხმობ, თუ არ წაუკითხავთ შეუძლიათ წაიკითხონ რას ნიშნავს, როდესაც ვიღაცაზე პასუხისმგებლობას იღებთ”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილის ამ რეპლიკას მოსარჩელე მხარისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

“პირადი შეურაცხყოფები თუ ჰგონია მას “კლასის ჩვენება” მაშინ ეს სასამართლოს შეურაცხყოფაა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძის ამ პროტესტს დაეთანხმა სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც.

“ბატონო ზაზა, ეს ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მისაღები პროტესტია. ვის რა წაუკითხავს ჩვენ ამას არ ვზომავთ. ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ, თქვენი პასუხები ჩამოაყალიბეთ ისე, რომ ეს არ იყოს მხარისთვის შეურაცხმყოფელი, ვის რა წაუკითხავს ა.შ. ყველამ გაზომეთ თქვენ რა წაგიკითხავთ, ერთმანეთს თავი დავანებოთ. ლიტერატურის მოხმობა სხვა არის და ვის რა წაუკითხავს სხვა. თქვენ რომ გითხრან დარწმუნებული ვარ წამოხტებით და დასაწყნარებელი გახდები. ამიტომ ბოლო-ბოლო დაასრულეთ პასუხი თუ არა?”, – განაცხადა ნადარაიამ.

მოსამართლის ამ შენიშვნას ზაზა ბიბილაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა.

„რა ვიცი, რუსები რომ შემოჰყავდათ, ვაჟა-ფშაველას ციტირებდნენ”, – უპასუხა ბიბილაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ ამ რეპლიკას მოსარჩელე მხარისგან პროტესტი მოჰყვა და როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, “სანამ ამაზე ილაპარაკებს, მანამდე მიშას რეჟიმზე ილაპარაკოს”.

“ბატონო მოსამართლე თუ ზაზა ბიბილაშვილი აქ იმისთვისაა, რომ სხდომა ჩაშალოს, მაშინ თქვას. სანამ მე რა ვილაპარაკე იმაზე ილაპარაკებს, მანამდე მიშას რეჟიმზე ილაპარაკოს”, – განაცხადა გორდულაძემ.

სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნული პროტესტი მხედველობაში მიიღო და ზაზა ბიბილაშვილს მოუწოდა, შემდეგში შეკითხვებს ნაკლებად პროვოკაციული პასუხები გასცეს.

“ბატონმა ზაზამ დაასრულა და ეს მიიღეთ უკვე გაფრთხილებად. ბატონო ზაზა, ვერც თქვენ და ვერც ერთი მხარე, ვერ ავცდებით იმას, რომ თქვენს პასუხებს აჯამებს და აფასებს სასამართლო, ასე რომ ახლა დაბრძანდით და მომდევნო ეტაპზე მომდევნო შემხვევებში შეკითხვებს რომ გასცემთ პასუხს, ჩემი მოწოდება იქნება, რომ პროვოკაციულად ნუ გასცემთ ”, – განაცხადა ნადარაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წალკაში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
  • ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
  • გორდულაძემ 2024 წლის აქციებზე მედიის წარმომადგენლების დაშავებაზე საუბრისას მხოლოდ საზმაუს ოპერატორი ახსენა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge