„ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში 2024 წლის საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენლების დაშავებაზე ისაუბრა, თუმცა მხოლოდ პირველმა არხის ოპერატორის შემთხვევა ახსენა.
ცალკე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების დაზიანებების ეპიზოდებიც. 4 დეკემბერს პირველმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ მის ოპერატორს, ბესო გაფრინდაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა პირდაპირ ეთერში და არაერთი მტკიცებულება არის ამ ძალადობების ასახვის, რომელიც წარმოდგენილი არის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მონაცემებით, 2024 წლის 28 ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.
