Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქუჩური გარჩევა ხომ არ არის – „აღიარებთ – არ აღიარებთ?! ” – ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში

November 18, 2026
“ქუჩური გარჩევა ხომ არ არის – „აღიარებთ – არ აღიარებთ?! ” – ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა, პროცესზე მყოფ ოთხივე ოპოზიციურ პარტიას პროვოკაციული კითხვით მიმართა და ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარება მოსთხოვა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მარტივი მახე და „ქუჩური გარჩევა“ უწოდა. ბიბილაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, პოლიტიკური ოპონირების საკითხი კვაზისამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს და ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს.

„ბოდიში, მაგრამ ეს კითხვა ცოტა მარტივი მახეა, თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, იტყვიან: „აი, ხომ გვაღიარეთ“, თუ ვიტყვით, რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წახვალთ ციხეშიო. ქუჩური გარჩევა ხომ არ არის – „აღიარებთ – არ აღიარებთ“?! სწორედ ამ არჩევანს უტოვებს მხარე იმ საზოგადოებას, რომელიც მათ პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება. კანონის დარღვევით შექმნილ კომისიაზე ვინც მივიდა, უთხრეს, გვაღიარეთო, ვინც არ მივიდა – დაიჭირეს. რანაირად არის ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი?!“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა სხდომაზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „კენგურუს მართლმსაჯულებაზე“ დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი ყოფილი მაღალჩინოსნები და ექსპრემიერიც კი საუბრობენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ გამოსვლამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას შენიშვნა გამოიწვია. მოსამართლემ ბიბილაშვილს სიტყვა შეაწყვეტინა და პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:

რევაზ ნადარაია: „პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანთ. თუ პასუხის გაცემა არ გნებავთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რაც ბრძანეთ, გასაგებია და დაბრძანდით“.

ზაზა ბიბილაშვილი: „მე მგონია, რომ თქვენი ახლანდელი კომენტარი უკვე მიკერძოებულ პოზიციას წარმოადგენს. საიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ პასუხის გაცემა არ მნებავს, როდესაც პასუხი უკვე გავეცი?!“

რევაზ ნადარაია: „გასაგებია, სასამართლო იღებს თქვენს პასუხს, მაგრამ შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“.
ზაზა ბიბილაშვილი: „ეს უკვე ღია კარის მტვრევაა – რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო, უკვე ვიცით“.

დაპირისპირების გამწვავების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და სხდომათა დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა.

თქვენ უკვე ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი. ცდილობთ, რომ ჩაშალოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. თქვენს პროფესიონალიზმს დესტრუქციით ვერ დაამტკიცებთ. არ სცემთ პასუხს კითხვას და აპელირებთ საზოგადოებაზე“, — მიმართა ნადარაიამ ბიბილაშვილს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროტესტი თბილისის მერიასთან – ცხოველთა უფლებადმცველები მერთან შეხვედრას ითხოვენ
  • სკანდალი წალკის საბავშვო ბაღში – პოლიცია იძიებს აფარებდნენ თუ არა ბავშვებს ძილის დროს სახეზე ბალიშებს?
  • იმედის შემოსავალი 5 მილიონი ლარით შემცირდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge