დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსახელისუფლებო „იმედის“ შემოსავლები 2026 წლის მესამე კვარტალში (წინა კვარტალთან შედარებით) დაახლოებით 5,1 მილიონი ლარით შემცირდა. ეს შემოსავლის 63%-ით კლებაა.
ასეთი დაბალი შემოსავალი „იმედს“ 2013 წლის პირველი კვარტლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც კორონავირუსის დროს.
„იმედის“ შემოსავლები კვარტლების მიხედვით:
2026 წელი:
III კვარტალი – 2 970 507 ლარი;
II კვარტალი – 8 073 415 ლარი;
I კვარტალი – 10 829 042 ლარი.
პროსახელისუფლებო „იმედს“ შემოსავლებში კლება აქვს არამხოლოდ გასულ კვარტალთან, არამედ წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც. ამ შემთხვევაში 11,4 მილიონ ლარზეა საუბარი, რაც 79%-ია:
2025 წელი:
IV კვარტალი – 19 123 386 ლარი;
III კვარტალი – 14 381 894 ლარი;
II კვარტალი – 5 460 899 ლარი;
I კვარტალი – 6 137 624 ლარი.
2026 წლის მე-3 კვარტალში სანქცირებული „იმედის“ ყველაზე მეტი რეკლამა მიიტანეს (100 000 – 500 000 ლარამდე თანხის):
„ავერსი“;
„ბორჯომი“;
„კოკა-კოლა“;
„პსპ“.
