Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სიორიძემ საკონსტიტუციოში აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე ილაპარაკა

November 17, 2026
ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! – საზოგადოებამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი, დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა – გიორგი სიორიძე

“ლელო-ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კითხვები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების, რუსული კანონის აქციების და 2019 წლის 20 ივნისის შესახებ დაუსვა და ჰკითხა, იყო თუ არა აღნიშნული აქციები ძალადობრივი.

სიორიძემ მოსამართლეებს უთხრა, რომ 20 ივნისის დროს, “ლელო”, როგორც პარტია ჯერ არ არსებობდა, რაც შეეხება 2024 წლის აქციებს, პოლიტიკოსმა თქვა, რომ ცალკეული ძალადობის ფაქტები აღნიშნულ აქციებზე იყო, თუმცა მისი განმარტებით აღნიშნული შემთხვევები აქციას მთლიანობაში ძალადობრივად არ აქცევს.

მან ძალადობის კონტექსტში გაიხსენა “ტიტუშკების” თავდასხმა “ტვ პირველის” გამომძებელი ჯგუფზე, მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე, ასევე სხვა ჟურნალისტებზე – “ტიტუშკების” ხსენებისას მოსამარლე რევაზ ნადარაიამ სიორიძეს სიტყვა შეაწყვეტინა.

გიორგი სიორიძე: რუსული კანონის საწინააღმდეგო და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ცალკეული ძლადობრივი გამოვლინებები შეიძლება ყოფილიყო. ეს ფაქტია, ოღონდ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ აქციაზე არ იყო არანაირი ორგანიზება და იყო თვითდინებით მოსული ხალხი. ცალკეული ძალადობის შემთვევები იყო დაფიქსირებული, თუმცა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო პროვოცირებული. მე შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა აქციაზე ვიყავი – როდესაც იყვნენ ნიღბიანი ადამიანები, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც სასსტიკად უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმოამდგენლებს – მაკა ჩიხლაძეს მაგალითად და სხვებს.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: შეკითხვას გაეცით პასუხი?

გიორგი სიორიძე: დიახ, შეკითხვას ვცემ პასუხს. ჩვენი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ არანაირი ძალადობა და როდესაც გვქონია შესაძლებლობა, იმ მონაკვეთზე სადაც ვიმყოფებოდი, ყველას ვაფრთხილებდი, რომ არ უნდა ყოფილიყო არანაირი პროვოკაცია.

რევაზ ნადარაია: ჰქონდა თუ არა ძალადობრივ ელემენტებს ადგილი ამ აქციაზე?

გიორგი სიორიძე: შეიძლება ცალკეული გამოვლინებები იყო და ფაქტებიც არსებობს ამისი, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი.

რევაზ ნადარაია: რა იყო მიუღებელი.

გიორგი სიორიძე: თითოეული დაპირისპირება. მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის სროლა ჩენთვის არის მიუღებელი.

გიორგი სიორიძე: ცალკეული ძალადობრივი გამოვლინებები აქციას ძალადობრივად არ აქცევს. როდესაც პიროტექნიკა არის გამოყენებული დამიზნებით ჰაერში, ცაში, ის სულ სხვა რამეა, ვიდრე კონკრეტულად დამიზნებით სროლა. დამიზნებით სროლა არს მიუღებელი. ცალკე მე ვხედავდი აქციის მონაწილეებისგან როგორ ასუფთავებდნენ ამ ყველაფერს, როდესაც დარბევა ხდებოდა, როგორ გადადიოდნენ, ემორჩილებოდნენ. ამ აქციას არ ჰყავდა ორგანიზატორი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხაილ გალუზინის განცხადებით, იმედოვნებს, რომ გიორგი ზურაბაშვილს მალე შეხვდება
  • სიორიძემ საკონსტიტუციოში აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე ილაპარაკა
  • ” მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“, კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა – ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვისაა!” – რევაზ ნადარაია „ლელოს“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge