Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“, კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა – ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვისაა!” – რევაზ ნადარაია „ლელოს“

November 17, 2026
” მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“, კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა – ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვისაა!” – რევაზ ნადარაია „ლელოს“

მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“. ასე რომ, სასამართლოსთვისაც გასაგები რომ იყოს, მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა – ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვის არის, – ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია “ლელო-ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის მიერ “რუსული კანონის” რამდენჯერმე ხსენებას.

“სხვადასხვა აქციები იყო, პირველი ორი, 2023 და 2024 წლის აქციების მიზანი იყო, “რუსული კანონის” უკან წაღება”, – განაცხადა სიორიძემ.

სიორიძეს ზემოთ აღნიშნულ ფრაზას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

“მერამდენედ ამბობს “რუსულ კანონს?” ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, ასევე გიორგი როგორ პოლიტიკურ შეფასებებსაც აკეთებს, შეუძლია ისინი გარეთ გააკეთოს, აქ ისაუბროს კორექტულად”, – მიმართა სასამართლოს “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა.

გიორგი კახიანის პროტესტს, თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია დაეთანხმა. როგორც მან აღნიშნა, “აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა” და “ლელოს” წარმომადგენლისთვის თავადაც უნდა მიეთითებინა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა.

“რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პრეტენზიას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ, კანონები იმ სახელით მოიხსენიეთ, რა სახელითაც არის: გამჭვირვალობის კანონს თუ გულისხმობთ – გამჭვირვალობა მოიხსენიეთ, სხვა კანონებს თუ გულისხმობთ – სხვა კანონებად მოიხსენიეთ. კანონი მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა და ვფიქრობ, ის მე უნდა მიმეცა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის “რუსული კანონი”. ასე რომ, სასამართლოსთვისაც გასაგები რომ იყოს, მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა და რაც არის თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ”, – განაცხადა ნადარაია.

მოსამართლის მიერ გაჟღერებულ შენიშვნას არ დაეთანხმა “ლელო-ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელი.

“ბატონი არჩილ გორდულაძე, როდესაც გამოვიდა და თქვა “გამჭვირვალობის ქართული კანონი”, მაშინ მეც ვიტყვი, “გამჭვირვალობის რუსული კანონი”, – განაცხადა სიორიძემ.

რევაზ ნადარაიამ კიდევ ერთხელ განუმარტა გიორგი სიორიძეს, რომ “ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვის არის”.

“ბატონო გიორგი, გამჭვირვალობის კანონი თუ არის, მოიხსენიეთ როგორც გამჭვირვალობის კანონი, თუ სხვა კანონი არის, მოიხსენიეთ ისე, როგორც ეს მას ჰქვია. პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს, სასამართლოში ხართ და სასამართლოში კანონი ისე უნდა მოვიხსენიოთ, როგორც მას ეს ჰქვია. რას დაუძახებთ გარეთ, ეს თვენი გადასაწყვეტია. ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვის არის”, – უპასუხა ნადარაიამ ნადარაია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხაილ გალუზინის განცხადებით, იმედოვნებს, რომ გიორგი ზურაბაშვილს მალე შეხვდება
  • სიორიძემ საკონსტიტუციოში აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე ილაპარაკა
  • ” მე არ ვიცნობ და არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“, კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც ოფიციალურ ენაზეა – ყველა კანონი ქართული და საქართველოსთვისაა!” – რევაზ ნადარაია „ლელოს“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge