“ტროსი ჰქონდა ხუთჯერ შემოხვეული, მძიმე ქვა ჰქონდა ყელზე“, – აღნიშნულის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ბექა რევაზიშვილის ახლობელმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კაცი სახლიდან 6 აგვისტოს, შუადღისას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გაუჩინარებული მამაკაცის ძებნის ოპერაციაში სამართალდამცველები და კინოლოგები იყვნენ ჩართული.