Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძალადობრივი აქციების წინასწარ დაგეგმვა არცერთ პარტიას არ შეუძლია – რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა – ნიკა გვარამია

November 16, 2026
ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! – თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ- ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას

მართალი გითხრათ, ისეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ, საერთოდ რა კავშირი აქვს სარჩელთან, ვერ გავიგე კარგად. რაც შემეძლო, ვუპასუხე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებს აქციებთან დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც მონაწილეებს და არა ორგანიზატორებს, რის გამოც ცალკეული ინდივიდების ქმედებები პარტიებს ვერ დაუკავშირდება.

„მართალი გითხრათ, ისეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ, საერთოდ რა კავშირი აქვს სარჩელთან, ვერ გავიგე კარგად. რაც შემეძლო, ვუპასუხე“, – აღნიშნა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პოლიციელებისა და სპეცრაზმელების მისამართით პიროტექნიკის დამიზნებით სროლას შეეხებოდა, გვარამიამ უპასუხა, რომ მნიშვნელოვანია ცალკეული ქმედებების ინდივიდებისთვის მიკუთვნება და არა პარტიებთან დაკავშირება.

„ჩვენ ვნახეთ ადამიანები ციხეში, ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც გაცილებით უფრო უარეს რამეს აკეთებდნენ და მათ გაცილებით მეტი ვალდებულება აქვთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია შეფასება ცალკეული ქმედებების, ინდივიდებისთვის მიკუთვნება ამ ქმედებების, რაც ხდება კიდევაც. რა კავშირშია შემთხვევით პარტიასთან ან პარტიებთან, რომლებსაც აქციებთან დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც მონაწილეებს და არა ორგანიზატორებს?! ანუ, აქცია თავად ძალადობრივად შეფასდა თუ არა, ეგეც გაურკვეველია, იმიტომ, რომ მე ვიცი საქმეები, რომლებიც მოჰყვა. მით უმეტეს, პარტიებთან კავშირში ვერ იქნება – ძალადობრივი აქციების წინასწარ დაგეგმვა არცერთ პარტიას არ შეუძლია“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება აქციაზე ელენე ხოშტარიას მოწოდებასა და პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვას, გვარამიამ განაცხადა, რომ პირდაპირ და დამიზნებით სროლა საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსაკვლევი არ არის.

„თქვენ ამბობთ, დამიზნებით სროლები ნახეთო, რომ მეუბნებით, ჰაერში გასროლილი პიროტექნიკა არ გინახავთ? ეს არ იყო აკრძალული ნამდვილად, მერე შეიტანეს ეს აკრძალვა. მე ვერ გიპასუხებთ. რაც უნდა გამოვიკვლიოთ, ის გვაქვს სახეზე – ჰაერში სროლა. რაც პირდაპირ და დამიზნებით სროლას ეხება, ეს ჩვენი გამოსაკვლევი არ არის, არც ამ სასამართლოსი“, – აღნიშნა გვარამიამ.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას აღნიშნულ აქციებზე.

„რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?! რასთან კავშირი არ მაქვს?! იქ დავდიოდი თავად, დადიოდა ჩემი პარტია და კი, რა თქმა უნდა, ჩემს აზრს ვაფიქსირებდი, ეს ის ადგილია, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მან

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა – ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა
  • ძალადობრივი აქციების წინასწარ დაგეგმვა არცერთ პარტიას არ შეუძლია – რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა – ნიკა გვარამია
  • “გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge