Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ადვოკატი

November 16, 2026
“გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ადვოკატი

გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი [მასზე ზეწოლის] ფაქტზეც და მის წერილებში მითითებულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განაცხადა.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გელაშვილმა განმარტა, ყოფილი პრემიერის მიერ გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო წერილს მიღმა მას საუბარი არ შეუძლია.

„ასეთ ფორმას [გასაუბრებას] არ ცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ მოხდა, ეს წამების ტოლფასი ქმედებებია! ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მაგრამ არა ამ გასაუბრებების და გაურკვეველი პროცედურების შედეგად, არამედ, გამოძიების დაწყების შემთხვევაში. რატომ არ დაიწყო გამოძიება ივლისში გაკეთებული განცხადების შემდეგ? – ამდენი დრო გავიდა. დაცვის მხარემ განცხადება შევადგინეთ და ჩავაბარებთ გენერალურ პროკურატურაში“, – განაცხადა გელაშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ციხიდან გამოგზავნილ წერილში ღარიბაშვილი ყოფილ მაღალჩინოსანს, მამუკა მდინარაძეს ასახელებს და წერილის ივანიშვილის დავალებით გადაცემაზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი.

„დავალებით, ასე არ იყო. დავალებით იქნება თუ რაღაც, ეს არის წერილის ფორმატში გამოქვეყნებული. ირაკლი ღარიბაშვილს, გარწმუნებთ, უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ ფაქტთან დაკავშირებითაც და ამ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება.

სახელებსა და გვარებს ვინმე კი არ უარყოფს, არამედ, დაველოდოთ ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენებას გამოძიების დაწყების შემთხვევაში. მან გამომძიებლებსაც უთხრა, არ ჩათვალონ, დღევანდელ გასაუბრებაზე რადგან უარი განაცხადა, ეს იმიტომ მოხდა, რომ არ ადასტურებს იმ ფაქტებს, რაც წერილში იყო მოყვანილი, ან წერილს მიღმა არ შეუძლია მეტი კონკრეტიზაცია, არამედ გასაუბრების ფორმატი [არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს]“, – განაცხადა გელაშვილმა.

ჩაკითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, ღარიბაშვილმა უფრო მეტი სახელი და გვარი დაასახელოს, ადვოკატმა უპასუხა, რომ „არაფერს გამორიცხავს“. კითხვაზე, იყო თუ არა მიხეილ შაყულაშვილი ის პირი, რომელმაც ღარიბაშვილს ციხეში წერილი შეუგზავნა, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს და აცხადებს, რომ ამას „გამორიცხავს“.

„რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ“. არა, როგორ გეკადრებათ, აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. ვინ შეუტანა წერილი – ადვოკატი იქნება თუ სხვა, ეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვისაც დაასახელებს ირაკლი ღარიბაშვილი, ამის შემდეგ შეგვიძლია ამ თემაზე საუბარი, მე ხომ არ გაძლევთ ჩვენებას? მე შეიძლება ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ ჩემმა დასაცავმა უნდა გააკეთოს განცხადება“, – განაცხადა გელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მასზე ზეწოლას, შანტაჟსა და იძულებას შეეხებოდა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის გამომძიებლები გასაუბრების მიზნით შევიდნენ, თუმცა ღარიბაშვილმა აღნიშნულზე უარი განაცხადა. ის გამოძიების დაწყებას ითხოვს და აცხადებს, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯარო განცხადებებში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. სწორედ, აღნიშნულის ფარგლებში შევიდნენ დღეს პროკურატურის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა – ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა
  • ძალადობრივი აქციების წინასწარ დაგეგმვა არცერთ პარტიას არ შეუძლია – რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა – ნიკა გვარამია
  • “გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge