Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ და არ გავემიჯნებით ანტისაოკუპაციო ასეთ აქციას – წითლიძე პლენუმს

November 13, 2026
გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ და არ გავემიჯნებით ანტისაოკუპაციო ასეთ აქციას – წითლიძე პლენუმს

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს – პლენუმმა ცოტა ხნის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კითხვა დაუსვა 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე, თუ რამდენად მშვიდობიანი იყო იგი.

როგორც ანა წითლიძემ საპასუხოდ აღნიშნა, ის არასდროს გაემიჯნება იმ აქციას, რომელიც არის ანტისაოკუპაციო.

„საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ უფლება პროტესტი გამოეხატათ? ჰქონდათ! კი, ჰქონდათ იმის უფლება, რომ გამოსულიყვნენ. რა უნდა დაგვეგმო, ბატონო სერგო (მეთოფიშვილი), გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გამოსულიყვნენ და გაეპროტესტებინათ და ეთქვათ, „ქართული ოცნებისთვის“, რომ არ შეიძლება ოკუპანტი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, რომელსაც სხვათა შორის, ზვიად გამსახურდია იჯდა. აი, ეს იყო! გაემიჯნეთო? მკითხეთ და არ გავემიჯნები, მე აქციას, რომელიც არის ანტისაოკუპაციო.

თქვენ გინდათ, რომ ვთქვა ის, რომ ძალადობრივი აქცია იყო 26 მაისს, ბიტებს რომ ურტყამდნენ პოლიციის მანქანას. ანტისაოკუპაციო აქციებს ჩვენ არ გავემიჯნებით“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ასეთი შეკითხვები შემდეგშიც იქნება და ამან არ გამოიწვიოს კამათი.

მანამდე მოსამართლე გოგა კიკილაშვილმა ლევან ბეჟაშვილს ჰკითხა, რამდენად მშვიდობიანი იყო 2018, 2019 და 2020 წლებში გამართული საპროტესტო აქციები. მან კონკრეტულად დაასახელა 2018 წლის ინაუგურაციის დღის აქცია, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და 2020 წლის 8 ნოემბრის აქცია.

ბეჟაშვილის თქმით, მისი პარტიისა და სხვა პარტიების მიზანი მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა იყო. მისი განმარტებით, აქციაზე ცალკეული ძალადობრივი ან დანაშაულებრივი ქმედებები მთლიანად აქციას ძალადობრივ ხასიათს არ ანიჭებს და ორგანიზატორებსაც არ უნდა შეერაცხოთ.

“საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მშვიდობიანი აქცია ორგანიზატორების მიერ შეიძლება გადაიზარდოს ცალკეულ გამოვლინებად, ძალადობრივ გამოვლინებად, ცალკეული სხვადასხვა დანაშაულის ხასიათის ქმედებებად, მაგრამ ეს ცალკეული ძალადობრივი თუ დანაშაულებრივი ქმედებები ვერ შეერაცხება მთლიანად მშვიდობიანი აქციის სტატუსს და, მათ შორის, ორგანიზატორების წინააღმდეგ რაიმე ბრალდების შემადგენელი ნაწილი ვერ იქნება”, – თქვა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა ასევე თქვა, რომ 2018, 2019 და 2020 წლების აქციებთან დაკავშირებით პარტიული ლიდერებისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ საქმეები არ არსებობდა და საპროტესტო გამოსვლებს ხშირად სამოქალაქო აქტივისტები წარმართავდნენ.

“თუ ნახავთ 2018, 20 და ასე შემდეგ წლების ამ კონკრეტულ საქმეებს, არც ერთი საქმე არ არის კონკრეტული პარტიული ლიდერების თუ აქციის ორგანიზატორების მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ეს აქციები, პირიქით, იმ უზრუნველყოფით ტარდებოდა, რომ პოლიტიკოსებმა მონაწილეობა არ მიიღონ და ხშირად პოლიტიკოსებს გამოსვლის საშუალებაც არ ჰქონდათ. ჩვეულებრივ, სამოქალაქო აქტივისტები წარმართავდნენ ხოლმე ამ აქციებს”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გვაქვს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე დამყარებული პოლიტიკა. აუცილებელია მეტად გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ღირებულებები, დავიცვათ მშვიდობა – მიხეილ ყაველაშვილი
  • ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ – ღარიბაშვილი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
  • ძმებ ფეიქრიშვილებს, “კაწროს” და ვატო ყიფიანს საპატიმროები შეუცვალეს – ვინ რომელ ციხეშია გადაყვანილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge