ბოლო დღეების ტენდენცია გრძელდება და მსოფლიოში ოქრო იაფდება. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 892 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 უნცია 49.8 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.60%-ით შემცირებული ფასია.
გრამის ფასი შემცირდა საქართველოშიც. ამ დროისთვის 999 სინჯის მქონე 1 გრამი ოქრო 332 ლარი ღირს, 750-სინჯიანი 249, ხოლო 585 სინჯის მქონე გრამი ოქროს ფასი 194 ლარია.
რაც შეეხება ვერცხლს, 999-სინჯიანი 1 გრამი 4.25 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის მქონე გრამი ვერცხლის ღირებულება 3.40 ლარია.
