Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2025 წელს საქართველოში 36 748 საწარმო „გარდაიცვალა“ – ყოველდღიურად ქვეყანაში საქმიანობას საშუალოდ 100-ზე მეტი ბიზნესი აჩერებდა

November 13, 2026
მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ – რა გახდა მიზეზი?

2025 წელს საქართველოში „გარდაცვლილ“ საწარმოთა რიცხვი 36 748-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 100-ზე მეტი ბიზნესი წყვეტდა საქმიანობას. ამასთან, 2014 წლიდან, როდესაც მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო, საწარმოთა გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილ საწარმოთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7 255 სუბიექტით გაიზარდა. საქსტატის ბიზნეს დემოგრაფიის 2025 წლის განახლებული მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 29 493 საწარმო „გარდაიცვალა“, 2023 წელს კი – 29 279 და ა.შ.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში 51 276 დაიბადა, რაც წლიურად 5 058 სუბიექტით შემცირებული მაჩვენებელია, 2024 წელს ქვეყანაში სულ 56 334 ბიზნეს-სუბიექტი დაფუძნდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, საწარმოს გარდაცვალება არის ბიზნეს დემოგრაფიული მოვლენა, როდესაც წარმოების ფაქტორების არსებული კომბინაცია იშლება და სუბიექტი ეკონომიკურ აქტივობას წყვეტს. საწარმოს დაბადება კი არის ბიზნეს დემოგრაფიული მოვლენა, რომლის დროსაც ხდება სრულიად ახალი საწარმოო ფაქტორების თავმოყრა ან საწარმოს ხელახალი გააქტიურება მას შემდეგ, რაც მას ეკონომიკური საქმიანობა 2 წელზე მეტი ხნით ჰქონდა შეჩერებული

რაც შეეხება ისევ სტატისტიკას, 2025 წელს ყველაზე მეტი საწარმო თბილისში, იმერეთში, აჭარაში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გარდაიცვალა. მათი უმრავლესობის სამართლებრივი ფორმა კი შპს და ინდმეწარმე იყო.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი საწარმო ვაჭრობის სექტორში გარდაიცვალა, რომელიც ასევე მოიცავს ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტსაც. მათი წილი გაუქმებული საწარმოებში 36%-ს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, დარგების მიხედვით გარდაცვლილ საწარმოთა 2025 წლის მაჩვენებელს:

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 13 036;

მშენებლობა – 4 082;

ტრანსპორტირება და დასაწყობება – 3 155;

დამამუშავებელი მრეწველობა – 2 885;

ინფორმაცია და კომუნიკაცია (IT სექტორი) – 1 907;

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (სასტუმროები და კვების ობიექტები) – 1 897;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 359;

ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები – 997;

სხვა სახის მომსახურება – 770;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 648;

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 607;

განათლება – 373;

ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – 297;

ხელოვნება, გართობა და დასვენება – 266;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 234;

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა – 130;

წყალმომარაგება – 32;

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (ენერგეტიკა) – 17

საქსტატის მონაცემებით, გაუქმებული 4 054 საწარმოს საქმიანობა უცნობია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰემის ჯარიმა შეეფარდათ
  • ციხეთა სისტემის ყოფილი უფროსი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ჯერ დაკავებულები არ არიან
  • „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, გასცდეს პროპაგანდისტულ ხრიკებს და სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს – ეს არ არის „იმედის“ ეთერი და არც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო, ეს არის სასამართლო და მოუწევთ არგუმენტირებულად ისაუბრონ – გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge