Friday, November 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩინეთში დავამყარეთ კარგი კავშირები, ჩვენს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – ირაკლი ქადაგიშვილი

November 13, 2026
ჩინეთში დავამყარეთ კარგი კავშირები, ჩვენს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - ირაკლი ქადაგიშვილი

ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას აქვს წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში, ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზეც საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ამ ქალაქში, რამეთუ ეს არის არამხოლოდ ტრადიციისა და კულტურის მატარებელი ქალაქი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების. ამიტომ აქ ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესისათვის ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები.

კარგია, რომ ამ პროვინციის, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე მნიშვნელოვანწილად რეალიზებული აქვს, დამეგობრება მოხდება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონთან. ამასთან დაკავშირებით გვაქვს უკვე წინასწარი თანხმობა ამ რეგიონის ხელმძღვანელობისგან და შემდგომი კონსულტაციები გაგრძელდება უკვე საელჩოს ჩართულობით, რათა ეს რეალიზდეს. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ. როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია… მთავრობა ჩართულია” – ანზორ ლაზიშვილი
  • რას ამბობენ სკოლაში, რომლის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
  • ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს იმ სირთულეებზე ვესაუბრე, რასაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები აწყდებიან – სვეტლანა ტიხანოვსკაია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge