ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
მისი თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებისას აწყდებიან.
„მოვუწოდე იმ ბელარუსების უფლებების დაცვისკენ, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ემიგრაციაშიც კი განიცდიან”, – დაწერა ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში.
