მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან – „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! – ამის შესახებ ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განაცხადა.
„ვატო ყიფიანი სუს-ის „ნასედკაა”. სუს-მა სადამსჯელო ბრიგადა შეაგზავნა ციხეში, რომელსაც სათავეში ვატო ყიფიანი ჩაუყენა.
პროკურორმა განაცხადა, რომ 19 რიცხვში მან მისცა ზარის უფლება დავითს, მაშინ როდესაც აკრძალული ჰქონდა კომუნიკაცია, რომ დავით ფეიქრიშვილს დედასთან დაერეკა და ეთქვა, „ციხეში არ მოხვიდეო და ხმა არ ამოიღოო“.
მოვიდა სუს-ის ახალი უფროსი, დაიჭირეს ჩემი შვილები, მერე ბრალი დაუმძიმეს, მერე ვატო ყიფიანი შეიყვანეს, შეიძლება ახალმა სუს-ის უფროსმა არც კი იცის, რადგან ეს ყველაფერი მდინარაძემ დაალაგა მონსტრებთან ერთად, რომლებიც სუს-ში ბლომად არიან.
გეკა გელაძემაც ბევრი რამე იცის. მოტეხეს, მაგრამ მე ყველაფერს ვხედავ. „პაგონიანი“ ბანდიტები უნდა დაისაჯონ! სუს-ის თანამშრომელი იქნება თუ პოლიციის უფროსი, ყველა უნდა დაისაჯოს ისე, რომ სისტემაში მუშაობა აღარასოდეს შეძლოს.
მშობლებისთვის დიდი ტვირთია, როცა შვილები ციხეში არიან. ჩვენი შვილები პირუტყვები არ არიან, ადამიანები არიან, აქვთ თავმოყვარეობა. არცერთი პატიმარი არ უნდა იყოს დაჩაგრული. მე ვიქნები ის ბოლო დედა, რომელიც ხმას ამოიღებს, რომ მსგავსი სახელმწიფო დანაშაული აღარასოდეს განმეორდეს.
ალბათ, რაღაც ინფორმაციას ეძებდნენ ტელეფონში ან რაღაცის ჩადება უნდათ. ეს ბანდა თვითონ არის გახვეული დანაშაულში და როცა პასუხი მოსთხოვეს, ფეიქრიშვილებზე გაიშვირეს ხელი.
არ გეგონოთ, რომ ციხის უფროსისა და მისი მოადგილეების მოხსნით პირს დავხურავ – არ დავხურავ! ყველაფერი სუს-იდან იწყება. გაარკვიონ, სად არის გიჩო მარგველაშვილი და მოსთხოვონ პასუხი!
ძალიან ადვილია ბერა ივანიშვილისკენ თითის გაშვერა. ეს კლანები ისე გაღორდნენ, იმდენი ფული იშოვეს, რომ ახლა ძალაუფლება უნდათ და თითს იქით იშვერენ, გამოძიება ჩატარდეს!“ – განაცხადა ნინო აბრამიშვილმა.
