პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გამარჯობა! დღეს 14 აგვისტოა! 30 წლის წინ დაიწყო კიდევ ერთი ომი რუსეთთან! ეს ომი არ დასრულებულა! რუსეთი აგრესორი და ტერორისტი სახელმწიფოა! სიკვდილი მტერს! დიდება ქართველ გმირებს! დიდება უკრაინელ გმირებს, ვინც ჩვენ ბიჭებთან და გოგოებთან იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ჩვენს მიწა-წყალს აფხაზეთში! მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც მტერმა მოგვიკლა!
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ ზალუჟნის განცხადებით, ურდოს 20% განადგურებულია უკრაინაში ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე!
ურდო გვიტევდა გუშინაც ბახმუტის, ავდეევკის, პესკის და მარინკის მიმართულებებზე! მძიმე ბრძოლებია, მაგრამ ვერცერთ დასახლებულ პუნქტში ურდომ ცხვირი მაინც ვერ შემოყო! ყველგან მოხვდა დინგში!
გუშინ ჩვენებმა იმუშავეს მაგრა სამხრეთის მიმართულებით. მასიურად დაიბომბა ურდოს საწყობები ნოვა კახოვკაში და მუზიკოვკაში, საყრდენი პუნქტი ბაშტანკაში, მელიტოპოლში და ა.შ. გამოიცანით სიშორე ფრონტის ხაზიდან – უმეტესობა 110 კილომეტრზე მეტი! გაუმარჯოს ჰაიმარსებს! გაუმარჯოს ჩვენების ავიაციას, რომელსაც თვის ბოლოს კიდევ ახალი მიგ-29 ები ეყოლება! სლოვაკები მაგრები არიან! ზუზანას ტიპის 4 საარტილერიო სისტემა გადაცეს კიდევ ჩვენებს!
ურდოს აფიცრობამ მოძუძგა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე! ყველგან მოგწვდებით მაინც! ხერსონიდან ვერსად წავა ურდო, გარდა კობზონის კონცერტისა!
დანია შეუერთდა ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს! კოპენჰაგენი განიხილავს ვიზების შეზღუდვა/შეჩერებას რუსეთის მოქალაქეებისთვის!
დიახ! რუსეთი ტერორისტია! ვიდრე ურდო სისასტიკეებს სჩადის უკრაინაში, ევროპა ვერ იქნება და ვერ უნდა იყოს რაშკების შოპინგ მოლი!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – ურდო განადგურდება – პუტლერი და მისი ხროვა დამთავრდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
გაუმარჯოს საქართველოს!”, – წერს პეტრიაშვილი.