Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“დასავლეთს ვერ დავუკავშირდებით თუ გაგრძელდება დიქტატურის ჩაბეტონება, პარტიების და კრიტიკული აზრის აკრძალვა”- ირაკლი ფავლენიშვილი

November 12, 2026
“დასავლეთს ვერ დავუკავშირდებით თუ გაგრძელდება დიქტატურის ჩაბეტონება, პარტიების და კრიტიკული აზრის აკრძალვა”- ირაკლი ფავლენიშვილი

დასავლეთს ვერ დავუკავშირდებით თუ გაგრძელდება დიქტატურის ჩაბეტონება, პარტიების და კრიტიკული აზრის აკრძალვა, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოს პრემიერ -მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ამჟამად ევროკავშირთან ურთიერთობების სტატუსი არ არის საკმარისად პოზიტიური, თუმცა ხელისუფლების სურვილია, ურთიერთობები დალაგდეს“.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და ეს არის რეალობა“.

„თუ „დიფ სთეითი“ არის მთელი დასავლეთი, მაშინ ირაკლი კობახიძე ან მისი გუნდის სხვა წევრები ვისზე საუბრობენ, ეს ხომ გაურკვეველია. საქმე მარტივია, დასავლეთს ვერ დავუკავშირდებით თუ გავაგრძელებთ დიქტატურის ჩაბეტონებას, პარტიების აკრძალვას, კრიტიკული აზრის დაფიქსირების აკრძალვას ნებისმიერ სივრცეში იქნება ეს ამბიონი, ქუჩა, თუ სოციალური ქსელი.

სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივია – იმისთვის, რომ ევროპასთან დავახლოვდეთ, ინტეგრაციის პროცესი განახლდეს, ის ცვლილებებია საჭირო, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.

საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ფავლენიშვილი ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბარამიძის საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ბარამიძის განცხადებები არ არის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების რეალური საფუძველი.

„გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით ყველასთვის ცხადია, რომ მისი ის განცხადება, რაზეც მან განმარტებაც გააკეთა და ბოდიშიც მოიხადა, არ გახლავთ საქმის წარმოების რეალური საფუძველი.

განცხადებები, რომელიც გაკეთებულა და რომელიც ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გამოყენებულა ჩვენი ოკუპანტების მხრიდან, ამაზე გვახსენდება ირაკლი კობახიძე და „ოცნების“ სხვა ლიდერები, რომელთა არაერთი განცხადება იქცა საფუძვლად იმისა, რომ აფრიალებდნენ როგორც სეპარატისტები, ისე კრემლში პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, ამიტომაც ეს არ არის სამართლებრივი მოტივაცია და არის პოლიტიკური მოტივაცია.

ვიცით, რომ რუსეთს აქვს შესაბამისი სასჯელი მისჯილი გიორგი ბარამიძისთვის და ხშირად ხდება, როდესაც ქართული მხარე კრემლის მიერ დასჯილი ადამიანების წინააღმდეგ ბრალდებებს იმეორებს,“ – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ დიდუბეში მომხდარი მკვლელობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ინსტიტუციების ნგრევა და მიტაცება, საბოლოო ჯამში, ყველა მიმართულებით იწვევს უკუსვლას“.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ივანიშვილის ეს პოლიტიკა, ინსტიტუციების ნგრევა და მიტაცება საბოლოო ჯამში, ყველა ძირითადი მიმართულებებით იწვევს უკუსვლას. ქვეყანაში წესრიგი იყო დამყარებული და კრიმინალი იყო ალაგმული. ახლა, როცა კრიმინალთან თანამშრომლობ, „ქოლ ცენტრის“ სქემას აწყობ და სხვა სქემებშიც რთავ კრიმინალს, კრიმინალი ხდება უკონტროლო, უფრო და უფრო მტკივნეული და საშიში“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“- ეთერ ლიპარტელიანი მერაბ დვალიშვილს ამხნევებს
  • მოსწავლეების ნაწილი სასკოლო ფორმებს დროულად ვერ მიიღებენ – „საგანმანათლებლო რესურსები“ ხელშეკრულების 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს
  • „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge