Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსწავლეების ნაწილი სასკოლო ფორმებს დროულად ვერ მიიღებენ – „საგანმანათლებლო რესურსები“ ხელშეკრულების 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს

November 12, 2026

მოსწავლეების ნაწილს სასკოლო ფორმები დაგვიანებით მიეწოდება. ვადების გადაწევის მიზნით, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მიმწოდებელ კომპანია „გლორი ტექსტილ ინდასთრისთან“ გაფორმებულ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასა, XL ზომების დამატებას და კონტრაქტის 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, 2026 წლის 19 ივნისს დადებული კონტრაქტით ფორმების მიწოდება 30 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო. მოთხოვნილი ცვლილებით, მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 2027 წლის 31 მარტი განისაზღვრება.

„შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა” და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის” შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვაზე, ჯამური ღირებულებით 45 658 840 ლარი დღგს- ჩათვლით. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განისაზღვრა სამ ეტაპად: I ეტაპი – 301 000 ცალი – 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი – 600 000 ცალი – 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი – 900 000 ცალი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე;

ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე საჭირო გახდა დამატებით 55 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის საჭიროება, საიდანაც 15 000 ცალი (გადანაწილებულია M, L, XL ზომებზე) სასკოლო ფორმის მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2026 წლის წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო 40 000 ცალი XL ზომის (გოგოს პიჯაკი 18 000 ცალი, ბიჭის პიჯაკი 17 000 ცალი, ქვედაკაბა მუხლამდე – 5000 ცალი) სასკოლო ფორმის მოწოდებისთვის, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის” ესაჭიროება 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი;

ამდენად, ცვლილების შედეგად, 40 000 ცალი XL ზომის (გოგოს პიჯაკი 18 000 ცალი, ბიჭის პიჯაკი 17 000 ცალი, ქვედაკაბა მუხლამდე – 5000 ცალი) სასკოლო ფორმის მოწოდებისთვის საჭირო ვადის გათვალისწინებით, ხელშეკრულებას დაემატება სასკოლო ფორმების მოწოდების მე-4 ეტაპი, რომლის მოწოდების ვადა განისაზღვრება 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება – 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით“, – აღნიშნულია „საგანმანათლებლო რესურსების” განმარტებაში.

შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდა. შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კი მათ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი ინდასთრი“ ჩინური სამკერვალოა. ის საქართველოს ბიზნეს რეესტრში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია, მასვე ეკუთვნის კომპანიის 100%-იანი წილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • „ქართველები ერთმანეთს არასდროს ვტოვებთ!“- ეთერ ლიპარტელიანი მერაბ დვალიშვილს ამხნევებს
  • მოსწავლეების ნაწილი სასკოლო ფორმებს დროულად ვერ მიიღებენ – „საგანმანათლებლო რესურსები“ ხელშეკრულების 3 თვით გახანგრძლივებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge