Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააკაშვილს უკეთებია არაერთი განცხადება, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები, ამას პასუხად ვამბობ, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნები – ანა წითლაძე

November 12, 2026
“ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონდეს თავისი ბრძოლის გზა, როცა ვსაუბრობ ერთიანობაზე…”- რას ამბობს ანა წითლიძე

„ქართული ოცნება“ სარჩელით თუ გვედავება კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

ანა წითლიძის განმარტებით, არცერთი ის ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიაში არის მაგალითები მოყვანილი და პასუხისმგებლობები აქვთ დაკისრებული, 2003-დან 2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული ფუნქციონერი.

რაც შეეხება შეცდომებს და გარკვეული ფაქტებისგან გამიჯვნის საკითხს, წითლიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან უკეთებია არაერთი განცხადება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები.

„ჩვენი მთავარი კითხვა, მათ შორის არსებითი განხილვის დროს, მომჩივანთან იყო, რას გვედავებიან, ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას 2003-დან 2012 წლამდე სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ხომ? რეალობა ეს არის. რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მოქმედებებიდან. ბუნებრივად გვქონდა კითხვა, რას გვედავებოდა სარჩელში „ქართული ოცნება“. გუშინ მათი პასუხიდანაც ვერ გავიგეთ. თუ გვედავება კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალურს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?

2003-დან 2012 წლამდე რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას და რამდენი მათგანი იყო პარტიული? სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ უმრავლესობა – არა. ბევრჯერ ითქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცებს არ ემიჯნება, შეცდომებზე არ ლაპარაკობსო და ა.შ. ჩვენ ეს არასოდეს არ გვითქვამს, პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან უკეთებია არაერთი განცხადება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები. უფრო მეტიც, მათ შორის განცხადება უკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთი ძველი პოლიტიკური თანამდებობის პირი საერთოდ არ უნდა იყოს თანამდებობაზეო. ამას რომ ვამბობ, პასუხად არის, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნები. თქვენს პასუხად, შემიძლია, გითხრათ, რომ არცერთი სახელმწიფო მინისტრი, თუ მინისტრი 2003-დან 2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული.

მაგალითად, საგამოძიებო კომისიაში ჩვენ წინააღმდეგ არის საქმეები, მათ შორის ზურა ადეიშვილზე. 2003-დან 2012 წლამდე ზურა ადეიშვილი პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა. მათ შორის საქმეები არის ვანო მერაბიშვილზე. 2003-დან 2012 წლამდე პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა. არცერთი ის ადამიანი, ვისზეც საგამოძიებო კომისიაში არის მაგალითები მოყვანილი და პასუხისმგებლობები აქვთ დაკისრებული, არ ყოფილა პარტიული ფუნქციონერი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მომღერალო სოფო ბათილაშვილი 3000 ლარით დააჯარიმეს
  • კობახიძე მავნებელია – ოპოზიცია “ქართული ოცნების“ ლიდერის დუბლინში გაკეთებულ განცხადებებზე
  • ანი წითლიძე მოსამართლე როინიშვილს: “თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge