დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სასულიერო პირის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ქრისტიანულ მორალს სცილდება. მისი თქმით, ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება, მიუხედავად ადრესატისა, ქრისტიანისთვის მიუღებელია.
„ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“ – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას
