თბილისში სანაპიროზე გერმანული ჰოსიპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
პირმა, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის და ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამთენიამდე მუშაობდნენ.
