Thursday, November 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გუშინაც მცდელობა იყო, რომ პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, შეურაცხმყოფელ კომენტარების გაკეთებასაც არ ერიდებიან – მომდევნო ეტაპზეც მოლოდინია, რომ ყველა დაინახავს, სად არის სიმართლე – თორნიკე ჭეიშვილი

November 12, 2026
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან გუშინაც მცდელობა იყო, რომ პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, შეურაცხმყოფელ კომენტარების გაკეთებასაც არ ერიდებიან – მომდევნო ეტაპზეც მოლოდინია, რომ ყველა დაინახავს, სად არის სიმართლე – თორნიკე ჭეიშვილი

გუშინაც იმის მცდელობა იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხრიდან, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, ისინი ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით მძიმე შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას არ ერიდებიან. სხდომათა დარბაზშიც სხვადასხვა იაფფასიან პროვოკაციებს აწყობენ – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ ეტაპზეც, რომელიც მოპასუხე მხარისათვის მოსამართლეების კითხვების დასმას გულისხმობს, მოსარჩელე მხარისთვის არსებობს მოლოდინი, რომ „ყველა ძალიან მკაფიოდ, მათ შორის მოსამართლეებიც, იმას დაინახავენ, თუ სად არის სიმართლე“.

“მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა. ჩვენ არაერთ კითხვას ვუპასუხეთ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მომდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული, თუმცა შესაძლოა დღესაც რამდენიმე კითხვა იქნეს დასმული ჩვენი მისამართით, რისთვისაც რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ და როგორც წინა დღეებშიც, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი დეტალიზაციის მაღალი ხარისხით არგუმენტირებულ პასუხებს წარმოვადგენთ.

რაც შეეხება ზოგად ფონს, რომელიც თან სდევს მიმდინარე პროცესს, გუშინაც იმის მცდელობა იყო კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხრიდან, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ, ისინი ამისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით მძიმე შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას არ ერიდებიან. სხდომათა დარბაზშიც სხვად სხვა იაფფასიან პროვოკაციას აწყობენ. საზოგადოებამ ის ადეკვატური ზომები იხილა, რომელიც ამ დროს იმ კონკრეტული პირების მისამართით შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომლებიც ეთიკის სტანდარტებს ვერ იცავენ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იმყოფებიან.

მომდევნო ეტაპს რაც შეეხება, რომელიც მოპასუხე მხარისათვის მოსამართლეთა მხრიდან უპირველესად კითხვების დასმას გულისხმობს, იმის გათვალისწინებით, რომ ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი აქამდეც ვერ წარმოადგინეს, რომელიც რაიმე ფორმით იმ კონსტიტუციური ბრალდების საპასუხო იქნებოდა, რომელზეც ჩვენ სარჩელშია ლაპარაკი, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არსებობს, რომ ყველა ძალიან მკაფიოდ, მათ შორის მოსამართლეებიც, იმას დაინახავენ, თუ სად არის სიმართლე. ის ამ შემთხვევაში, ჩვენი ხევდით, სწორედაც ჩვენ მხარესაა და მოპასუხე მხარის უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები გამოჩნდა “, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “40 ნაკერი მადევს…4 დღის განმავლობაში მაწამებდნენ…”- განაცხადა დავით ფეიქრიშვილმა
  • ვხედავთ, რომ „ქოცებს“ არანაირი არგუმენტი და სამხილი არ გააჩნიათ – მათ ძალიან მძიმე და მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევთ, როდესაც სასამართლოს ამ ფაზას მივადგებით – გრიგოლ გეგელია
  • რა თქვა ნატა ვიბლიანის ყოფილმა ადვოკატმა თამუნა მუსერიძეზე და მარიამ კუბლაშვილზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge