ჩვენ ვხედავთ, რომ „ქოცებს“ არანაირი არგუმენტი და სამხილი არ გააჩნიათ, მათ ძალიან მძიმე და მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევთ, როდესაც სასამართლოს ამ ფაზას მივადგებით – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, ისინი მზად არიან, უპასუხონ სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს, რათა მთელ ქვეყანას სიმართლე დაანახონ.
„დღეს უკვე მესამე კვირის მესამე დღეა, რაც ბრძოლა და აბსურდის თეატრი გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ “ქოცებს” არანაირი არგუმენტი და სამხილი არ გააჩნიათ, მათ ძალიან მძიმე და მწვავე კითხვებზე პასუხი მოუწევთ, როდესაც სასამართლოს ამ ფაზას მივადგებით. ამასობაში კონკრეტულად პარტიებისადმი სასამართლოს კითხვებს ველოდებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ იმ კითხვებს ვუპასუხოთ, რომელიც ამ აბსურდის ავტორს, “ქართულ ოცნებას” ჩვენდამი ექნება. ერთი სული გვაქვს, ეს კითხვები მოვისმინოთ და მათ ვუპასუხოთ, რათა ამ სიცრუის მორევში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მასთან გარიგებულმა ადამიანებმა საქართველოს ღალატის პროცესში შექმნეს, ყველას ამ ქვეყანაში სიმართლე დავანახოთ“, – განაცხადა გეგელიამ.
