ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – მოკლულია 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სამსახურიდან სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 60 წელს გადაცილებულიწყვილი ადგილზე გარდაიცვალა.
ცოლ-ქმარი სავაჭრო ცენტრ “საბაში” არიან დასაქმებულები. სავარაუდო დანაშავეები მომხდარის შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.
რა გახდა დანაშაულის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
