ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება:
„არაკაცური, არასპორტული საქციელი. მერაბ შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის!“ – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ცნობისთვის, დღეს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს ზურგიდან მიპარვით თავს დაესხა.
