“პირველებმა” თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – მოკლულია ცოლ-ქმარი.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
როგორც “პირველებს” ეუბნებიან, ცოლ-ქმარი სავაჭო ცენტრ საბაშია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება გერმანული ჰოსპიტლის გევრდით, ცენტრ-პოინტის საცხოვრებელ კორპუსში ცოტა ხნის წინ მოხდა.
