Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს შსს პასუხობს

November 11, 2026
ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს შსს პასუხობს

ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს, რომელიც პოლიციელებს ზეწოლაში ადანაშაულებს, შსს განცხადებით პასუხობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩაჩუასა და მისი მეუღლის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები კანონის დაცვით ჩატარდა, ხოლო ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებები შესაბამის მტკიცებულებებს, მათ შორის, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს ეფუძნება.

შსს-ს ინფორმაციით, ჩაჩუას მეუღლემ დანაშაული აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ნოდარ ჩაჩუას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებითაც იგი სამართალდამცველებს მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს.

განვმარტავთ, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლითაც უტყუარად დადასტურდა ნოდარ ჩაჩუას მიერ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალი ბერიაც ესწრებოდა.

სამართალდამცველებმა ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე, ლალი ბერია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს.

პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომლის ვიდეოგადაღებაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს, ლალი ბერიამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გამრეკელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა.

ნოდარ ჩაჩუასა და ლალი ბერიას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.

ამავე ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ნივთები, მათ შორის, ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ნოდარ ჩაჩუა და ლალი ბერია ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

რაც შეეხება ლალი ბერიას, მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლალი ბერიამ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით: 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ჩატარდა შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს – თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ – მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
  • “მოსამართლის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნორმალურად მიგაჩნიათ? – მეც და ნიკა გვარამიაც ვართ სხდომიდან უსამართლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოძევებული”- რას ამბობს მაია კოპალეიშვილი
  • “პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება, აქ საუბარია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს”- გიორგი კახიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge