Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოსამართლის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნორმალურად მიგაჩნიათ? – მეც და ნიკა გვარამიაც ვართ სხდომიდან უსამართლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოძევებული”- რას ამბობს მაია კოპალეიშვილი

November 11, 2026
“მოსამართლის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნორმალურად მიგაჩნიათ? – მეც და ნიკა გვარამიაც ვართ სხდომიდან უსამართლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოძევებული”- რას ამბობს მაია კოპალეიშვილი

როდესაც ერთს რაღაც საფუძვლით აძევებ, გამოდის მეორეც იმავე საფუძვლით უნდა გააძევო. როდესაც ამას არ აკეთებ, ესე იგი გამოდის, რომ ერთის მიმართ მიზანმიმართულად მოქმედებ. ამ შემთხვევაში გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო მიზანმიმართულად მოქმედებდა. მეც გამომიშვა, მაგრამ ამით დადასტურდა, რომ ჩემი გამოშვებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონო ქმედება ჩაიდინა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პროცესიდან გააძევა.

მისივე თქმით, ისინი აპირებენ შუამდგომლობის დაყენებას, რათა მათ კოალიციას სასამართლო განხილვის პროცესზე ხელმისაწვდომობის უფლება არ შეეზღუდოს.

“მე, როგორც პროცესზეც აღვნიშნე, ჩემი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩვენი წარმომადგენლების, მათ შორის ჩემს დაშვებაზე შუამდგომლობას აუცილებლად დავაყენებ. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამაზე. ანალოგიურ მდგომარეობაში მე ნებისმიერს დავიცავდი. როდესაც ერთს რაღაც საფუძვლით აძევებ, გამოდის მეორეც იმავე საფუძვლით უნდა გააძევო. როდესაც ამას არ აკეთებ, ესე იგი გამოდის, რომ ერთის მიმართ მიზანმიმართულად მოქმედებ. ამ შემთხვევაში გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო მოქმედებდა მიზანმიმართულად. მეც გამომიშვა, მაგრამ ამით დადასტურდა, რომ ჩემი გამოშვებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონო ქმედება ჩაიდინა, ეს იგი ასეთივე უკანონო იყო გვარამიას გამოშვებაც.

ჩვენ ჩვენი უფლებების დასაცავად ვიბრძოლებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობას დავაყენებთ, რომ ჩვენს კოალიციას სასამართლოს განხილვაზე ხელმისაწვდომობის უფლება არ შეუზღუდოს. ამას სხვაგვარად სამართლებრივი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტი ჰქვია, როდესაც სასამართლოს განხილვის ხელმისაწვდომობაზე გეზღუდება უფლება, ეს არის კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტის და ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, მართლმსაჯულების ორგანოს და კონსტიტუციის მცველის არსის დარღვევა, რადგან ჩვენ ვიხილეთ მოსამართლეები, რომლებიც იმაზე კი არ არიან მომართული, რომ საქმე მართლა განიხილონ, მოიკვლიონ და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ, არამედ იმაზე არიან მომართული, მხარეზე როგორ იძალადონ. მოსამართლის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნორმალურად მიგაჩნიათ?

მინდა ვთქვა, რომ მეც და გვარამიაც ვართ უსამართლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოძევებული და ის, რომ მოსამართლემ რაღაც მუხლებზე მიგვითითა, მათ ნორმატიული შინაარსიც აქვთ და მოსამართლე რომ მუხლს მიმითითებს, იმას არ ნიშნავს, რომ ის სწორადაა განმარტებული”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

„ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, რომ მომისმინოთ, თქვენც გაძევებული ხართ“, – მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი დარბაზში დაბრუნების შუამდგომლობას აუცილებლად დააყენებს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით – გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები. შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავეს
  • რევაზ ნადარაია მაია კოპალეიშვილს – თქვენ ორი დღეა მიზანმიმართულად მიდიხართ იქითკენ, რომ დარბაზიდან გაგაძევოთ – მიჩნდება ეჭვი, შეკითხვებს ხომ არ გაურბიხართ
  • “მოსამართლის მხრიდან ძალის დემონსტრირება ნორმალურად მიგაჩნიათ? – მეც და ნიკა გვარამიაც ვართ სხდომიდან უსამართლოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოძევებული”- რას ამბობს მაია კოპალეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge