Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს

November 11, 2026
განათლების სამინისტროს ახალი სამმართველო დაემატა

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო

ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხები გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, რომელთა გათვალისწინებითაც ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს შეადგენს 3 მილიარდ 710 მილიონ ლარს.

სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში:

სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში, სასკოლო სწავლების მომსახურებას იღებს 560 ათასზე მეტი ბავშვი.

სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 190 მილიონ ლარზე მეტით, რაც შესაძლებლობას იძლევა გაიზარდოს მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, ჯამში 70 ათასზე მეტი პირის ხელფასი.

გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან, გათვალისწინებულია, საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგება.

ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება, ჯამში, შეადგენს 284 მილიონ ლარს.

პროფესიული განათლების დაფინანსება, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, ჯამურად, შეადგენს 263 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღებას შეძლებს 45 ათასი ჩვენი მოქალაქე.

უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 267 მილიონ ლარამდე, მათ შორის, 105 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების მიმართულებით, სადაც მიმდინარე წელს პირველ კურსზე უკვე ჩაირიცხა 20 ათასზე მეტი სტუდენტი.

მეცნიერების დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 97 მილიონი ლარი.

ახალგაზრდობის მხარდაჭერის მიმართულებით, გამოყოფილია 26 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც ცხვარიჭამიასა და ბახმაროში დაგეგმილია ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობის დაწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • “როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე
  • 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge