Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ საქართველოსადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა განამტკიცა”- რას ამბობს ლაშა ხუციშვილი

November 11, 2026
“საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ საქართველოსადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა განამტკიცა”- რას ამბობს ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ საქართველოსადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა განამტკიცა, რაც მიმდინარე წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვებაშიც აისახა, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.

როგორც ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, ინვესტორების მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისადმი მაღალი ინტერესი ადასტურებს მათ ნდობას არამხოლოდ ქვეყნის მიმდინარე ფისკალური მდგრადობის, არამედ მისი სამომავლო პერსპექტივების მიმართ.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე, ახალი ობლიგაციის გამოშვება განსაზღვრავს ერთი მხრივ, ქვეყნის რისკის დონეს, ხოლო მეორე მხრივ, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებასა და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ.

„ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატება დაფიქსირდა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც 25 პროცენტზე მეტით გაუმჯობესებას ნიშნავს. მეორე მხრივ, ვნახეთ რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე. ჯამში, 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მხრიდან მოთხოვნა 5.5-ჯერ აღემატებოდა ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორები მზად იყვნენ 2,8 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამავდროულად, განაკვეთის მხრივ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო რეიტინგის არმქონე სუვერენულმა ემიტენტმა მიაღწია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო მიმდინარე წლის მაისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების საკითხს, როცა ფინანსთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების სინდიკაციის მეთოდი (400 მილიონი ლარის ოდენობით), რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მინისტრის თქმით, ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებაა – “ქართულ ოცნებაში” უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურა
  • “სწორედ ასეთ გაერთიანებას ემსგავსება ევროკავშირი, სადაც შენ არ გექნება გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება” – გიორგი გაბუნია
  • ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge