Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს, მაგრამ ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ქვეყანა”- ლევან ბეჟაშვილი

November 11, 2026
“ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს, მაგრამ ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ქვეყანა”- ლევან ბეჟაშვილი

ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა მეუფე იობის პოზიციების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიტროპოლიტი იობი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ არის და პარტიას მუდმივად აკრიტიკებს, თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, იგი სულ აკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ახლა მას ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მეუფემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, არარელევანტურია. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წელი და შემდგომი წლები, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამღვდელოების, საპატრიარქოს მხარდაჭერა ჰქონდა. ეს გასაგებია, რატომ და რის გამო ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორც ერი ხედავს, ამ ხელისუფლების ავაზაკობას, ამ ხელისუფლების რუსეთის ნარატივებით მმართველობას, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების მიერ ეროვნული ინტერესების ღალატს – ამას ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში შექმნილია კაზინოების, ნარკოტიკების, “ქოლცენტრების”, საბანკო ოლიგარქიის ეკონომიკა და სივრცე აღარ დარჩა მოქალაქეს, მრევლს, რომ ელემენტარულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა „კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ამოტივტივდა საზოგადოებაში, მათ შორის, ეკლესიის წარმომადგენლების ნეგატიური დამოკიდებულებაა „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას ისაუბრა, რომელიც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდზე გავრცელდა.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში.

ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა.

მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე და „ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის მცდელობაზე”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორსა და სუს-ის უფროსს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის მისთვის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განაჩენის აღსრულება
  • “საქართველოს ეკონომიკის სტაბილურმა განვითარებამ, ვალის მდგრადობამ, ფისკალურმა კონსოლიდაციამ და რეზერვების ადეკვატურობის დონის გაუმჯობესებამ საქართველოსადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა განამტკიცა”- რას ამბობს ლაშა ხუციშვილი
  • “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სურს, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ჩამოიშოროს და ამომრჩევლის წინაშე მხოლოდ საკუთარ სატელიტებთან ერთად წარსდგეს”- შალვა კერესელიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge