Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას გარე ვაჭრობაში ჩართულ მოქალაქეთა აღწერა დაავალა

November 11, 2026
კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას გარე ვაჭრობაში ჩართულ მოქალაქეთა აღწერა დაავალა

კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი.

თბილისის მერის განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

მერის თქმით, მუნციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადავწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.

„დედაქალაქში წესრიგის დაცვა და საჯარო სივრცეების სრულად მოწესრიგება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღნიშნული კუთხით, გარდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა, ქალაქში ასევე გამოწვევას წარმოადგენს უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა. ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს. არაერთ პრობლემურ ლოკაციაზე მსგავსი არაორგანიზებული საქმიანობა უკვე აღკვეთილია და ტერიტორიები მოწესრიგებულია, ასევე, ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი და რეაგირება, რათა შეიზღუდოს ქალაქის იერსახის დამახინჯება და გარე ვაჭრობა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების – ესენი არიან ოჯახები, რომელთაც უჭირთ. რომ არ უჭირდეთ, ცხადია, ამ საქმიანობით არ იქნებიან დაკავებულნი. მათ ჩვენი მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა და თანადგომა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და არა ისე, რომ ვისაც სად მოუნდება, იქ ეწეოდეს სავაჭრო საქმიანობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხის მასშტაბისა და კომპლექსურად გადაწყვეტის აუცილებლობიდან გამომდინარე, ვავალებ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს მსგავს საქმიანობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად.

კალაძის დავალების თანახმადმ გამგებლებმა, რაიონების მიხედვით უნდა დაიწყონ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის რეალიზებას, რათა ყველა ასეთი ადამიანი დაკმაყოფილდეს და ალტერნატიული სამუშაო სივრცე ჰქონდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს” – დავით ჩიხელიძე
  • „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ – მიტროპოლიტი იობი
  • “მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სწორედ იყოს ჩამოყალიბებული, ყველა გზავნილი ურთიერთსარგებელზე იყოს დამოკიდებული”- ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge