Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს” – დავით ჩიხელიძე

November 11, 2026
“სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს” – დავით ჩიხელიძე

მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, რწმენისგან რომ თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც ქრისტიანობის და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.

„სამწუხაროა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ასეთი დაცემა და რწმენისგან დაცლა. ეკლესია პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი არ არის, სასულიერო პირს, რიგით ადამიანზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ქადაგება სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით, სიცრუის გამარჯვებას და გავრცელებას. მეუფე იობი ხელისუფლებას რწმენისგან დაცლაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, თავად დაიცალა რწმენისგან, საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვას, რამდენად შეესაბამება მისი ქმედებები იმ რწმენასა და ღირებულებებს, რომელთა დაცვაზეც საუბრობს. იმის დასტურად, რომ რწმენისგან თვითონ დაიცალა, მისივე ეპარქიის შესახებ წლების განმავლობაში გავრცელებული ცნობებიც საკმარისია: კრიმინალების შეფარება, განგსტერული გარჩევები, სასულიერო პირების საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ქონება და არაერთი სხვა ცნობა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ქრისტიანობის და ღრმა სულიერი მდგომარეობის გამოვლინება არ არის.

ზოგადად სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს. მათეს სახარებაში წერია: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ სწორედ ასე უნდა ფასდებოდეს სასულიერო პირიც, არა წოდებითა და პოლიტიკური განცხადებებით, არამედ საკუთარი რწმენით, საქმითა და პირადი მაგალითით. ამბიონი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ადგილია და არა პოლიტიკური ამბიციების რეალიზების საშუალება. არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ჩანს, არჩევანი უკვე გაკეთებულია, წილი ნაყარია და უკან დასახევი გზა აღარ არის. პასუხისმგებლობა, ყველას საკუთარ არჩევანზე და სიტყვებზე ეკისრება.“ – წერს ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ნატა ვიბლიანი ადვოკატებს ჩემს დასჯას სთხოვდა…“ – მარიამ კუბლაშვილი
  • დიღმის მასივში, დაზიანებულ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება 3 875 აბონენტს შეუწყდება
  • “სხვისი რწმენისგან დაცლაზე საუბარი მაშინ არის განსაკუთრებით უხერხული, როდესაც საკუთარ სულიერ პასუხისმგებლობაზე პასუხი არ გაქვს” – დავით ჩიხელიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge