საეჭვო სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 პირია მოთავსებული, მათგან 5 პირი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ხოლო 1 პირი სასტუმრო “ჰილტონიდან”. გავრცელებული ინფორმაციით, ჰილტონიდან ავსტრიელი პილოტი გადაიყვანეს, რომელიც დღეს დილით მაღალი ტემპერატურის გამო ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცლებს.