12 ლარი მივაწოდე და ნაგავი მიწოდა – ასე გამოეხმაურა გურჯაანელი მოქალაქე სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მხრიდან მგზავრის შეურაცხყოფის ფაქტს.
როგორც ის წერს, შემთხვევა გუშინ მოხდა. მგზავრობის ღირებულების არცოდნის გამო, 12 ლარი გადაიხადა. მძღოლმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოქალაქე ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს მგზავრობის პირობების შესახებ და აღნიშნავს, რომ სამარშრუტო ტაქსში ადგილის არარსებობის გამო, ტაბურეტზე მოუწია ჯდომა.
ის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, მგზავრობის ტარიფები ამობეჭდონ და სალონში თვალსაჩინო ადგილას განათავსონ.
“ -ნუ აყენებთ მგზავრებს შეურაცხყოფას, ფასის არ ცოდნის გამო. ვისაც აქვს შესაძლებლობა იმგზავრებს, ვისაც არა იჯდება სახლში.
გუშინ ერთმა მძღოლმა, გურჯაანელი არ იყო, ნაგავი მიწოდა იმის გამო, რომ 12 ლარი რომ მივაწოდე. ისიც არ ეკუთვნოდა, რადგან ასე საშინლად ცხოვრებაში არ მიმგზავრია. შუაში ვიჯექი ტაბურეტზე.
ნუ დაგეზარებათ,ამობეჭდეთ მგზავრობის ფასები და გამოაკარით თვალსაჩინო ადგილას,”- წერს მოქალაქე.
