იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც წიწამურთან “პუშკინას” და მისი მეგობრის აფეთქების ბრალდებით დააკავეს – გამოძიება ამტკიცებს, რომ ის 41 წლის გიორგი ნადირაძეა. ნადირაძე საგამოძიებო უწყებამ გუშინ, 2 წლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ აიყვანა და წიწამურთან გიორგი მჭედლიშვილის (პუშკინას) აფეთქების საქმე და შმაგი ლაფაჩის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.
დაკავებული “პირველების” ინფორმაციით, დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ნადირაძე ორი წელია დაკითხვაზე დადის და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.
როგორც ირკვევა, ახლა პროკურატურამ საქმეში ჩადო კადრები, სადაც წიწამურთან გიორგი ნადირაძის მანქანით გადაადგილება ჩანს.
ავტომობილი ფიგურირებს იმ პერიოდში მისი, ინტერვალებში ოღონდ, ზუსტად იმ დროს არა. კი ჩემიდ აცვის ქვე მყოფი (პუშკინას) იცნობდა და მეორე პირსაც იცნობდა. წლების წინ ერთმანეთში რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ. მე როგორც ვიცი დაკავების ოქმში და ასევე სასამართლოს განჩინებაში მითითებულია რაღაც შურისძიების მოტივით თითქოს ამან ჩაიდინა დანაშაული. არანაირად, ეს პიროვნება გაწონასწორებული და მშვიდია. 2024 წელსაც და ახლაც პოზიცია აქვს, რომ არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს”, – აცხადებს ადვოკატი.
