“ლელო-ძლიერი საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და აღნიშნულ პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვს – აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე ლევან სამუშიამ დააყენა.
” უპირველეს ყოვლისა, მოვითხოვთ, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა…. არ გამოტივოთ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი” – მიმართა პლენუმს სამუშიამ.
მე სასამართლოს შემიძლია სხვა შუამდგომლობით მტკიცებულების ამორიცხვა ან დასაშვებობა ვთხოვო, მაგრამ, მე აქ სასამართლო პლენუმს მოგიწოდებთ და გთხოვთ, კანონის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოთ. კანონმდებელი და კანონი პლენუმს და სასამართლოს შემადგენლობას ცალსახად გეუბნებათ, რომ ვალდებულება აქვს სასამართლოს, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა, მხარეებმა მიიღონ მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გამოიკვლიონ აღნიშნული მტკიცებულებები.
მივმართავ თხოვნით, არ გამოტივოთ უმნიშვნელოვანესი ეტაპი, გავითვალისწინოთ იმპერატიური მოთხოვნები საქართველოს ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, გავითვალისწინოთ შემდეგ ჩაჭრილად რეგლამენტის იმპერატიული მოთხოვნები, რამეთუ მოგვცეთ შესაძლებლობა დავიცვათ თავი, წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები, მითითითები გავაკეთოთ მტკიცებულებებზე. უპირველეს ყოვლისა, მოვითხოვთ, დაიწყოს მტკიცებულებათა გამოკვლევა, რაც არის და მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ მოხდეს სხვა სამართლებრივი პროცესუალური ნორმების განხორიციელება”.- განაცხადა სამუშიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) – საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.
