აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ ძალიან ძლიერ სწრაფვას ხედავს.
ტრამპის თქმით, ორივე მხარე „დაიღალა ბრძოლით”.
„ჩვენ ამ საკითხზე ძალიან კარგ დისკუსიას ვაწარმოებთ აბუ-დაბიში. ასევე ვხედავთ ძალიან ძლიერ მისწრაფებას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, პირად საუბრებში, ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხზე გარკვეულ მოქნილობას იჩენდნენ.
მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. მათ შორის განიხილავენ კიევისთვის ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი თავდაცვითი გარანტიის შესაძლო მინიჭებას.
