საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
მეორე ბრალდებულმა კი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 480 აბს ფსიქოტროპულ ნივთიერებას.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
მეორე ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 480 აბს ფსიქოტროპულ ნივთიერებას ,,პრეგაბალინს’’.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
