დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.
TAV Georgia-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი უამინდობაა.
ამ დროისთვის 17:00 სთ თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ისევ ცდილობს.
განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას დაახლოებით 17:09 სთ დაჯდა.
