“ნაფტალინ მოყრილი” უწოდა ნათა თურნავამ 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში მიღებული საგამონაკლისო წესის შემოღებაზე დასმულ კითხვას.
“ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ”- უთხრა მან ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, ფარცხალაძის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ ნანობდა.
ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი… ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული”- ამბობს თურნავა.
2023 წლის სექტემბრის ბრძანების მიხედვით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება მხოლოდ მაშინ როდესაც ანალოგიურის შესახებ საქართველოს სასამართლოს განაჩენი შევა ძალაში.
