Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ – კანონპროექტი

November 9, 2026
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ – კანონპროექტი

ივანიშვილის პარლამენტს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, შოთა ბერეკაშვილმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რაც მიკრობანკებს ცვლილებების მიღების შემდეგ შეეხებათ.

“მიკრობანკებისთვის სესხის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემის ვალდებულება უქმდება. შესაბამისად, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაც შეეძლებათ. ამ შესაძლებლობის გამოყენებას თან უნდა ახლდეს სავალუტო რისკების სათანადო შეფასება და პასუხისმგებლიანი დაკრედიტება.

მიკრობანკების შემთხვევაში ლიცენზირების პროცედურები იხვეწება და პორტფელის ფორმირების მოქნილობა იზრდება. სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე მცირდება. ბიზნესთან კავშირი მიკრობანკების საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება, თუმცა სხვა მომხმარებლების დაფინანსების შესაძლებლობებიც ფართოვდება.

მიკრობანკებისთვის საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების შესაძლებლობა ფართოვდება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობითა და შესაბამისი კანონის მოთხოვნების დაცვით, მიკრობანკებს საბროკერო კომპანიებისთვის ნებადართული საქმიანობის განხორციელება შეეძლებათ. ეს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ მომსახურებებს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

მიკრობანკებისთვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის უფლება ფართოვდება და ზუსტდება. ამ საქმიანობის პირობები კომერციული ბანკებისთვის გათვალისწინებულ წესებთან შესაბამისობაში მოვა და ორივე ტიპის ინსტიტუტისთვის ერთიანი ნორმა იმოქმედებს.

ერთ მსესხებელზე ლიმიტი მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ეს ეხება ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისთვის კრედიტირებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც”. – თქვა ბერეკაშვილმა კანონპროექტის წარდგენის დროს.

კანონპროექტით, ცვლილებები შევა კომერციული ბანკებისთვის ლიცენზირების მიღების პროცედურაშიც.

“კომერციული ბანკებისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზირებისას დოკუმენტაციის წარდგენის ტვირთი მცირდება. ყველა მცირე აქციონერის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის ნაცვლად, მოთხოვნა კონცენტრირებული იქნება მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე. ამავე დროს, ეროვნულ ბანკს კვლავ ექნება სრული ინფორმაცია მფლობელებისა და ჯგუფის სტრუქტურის შესახებ”. – თქვა ბერეკაშვილმა.

ასევე, კანონპროექტში წერია, რომ “ფართოვდება სანდო უცხოური ბანკების შემოსვლის შესაძლებლობა”.

“გამარტივებული ლიცენზირების შესაძლებლობა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვიწრო ჩამონათვალზე მიბმული აღარ იქნება. სანდო ქვეყნების ნუსხას, მათი განსაზღვრს პრინციპებსა და მისაღები რეიტინგის დონეს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს”. – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტბმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არც შეიმჩნიეს, მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთ – ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებაზე
  • ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია – ნათია თურნავა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს მხარი დაუჭირა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge