Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს მხარი დაუჭირა

November 9, 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი განიხილა.

მომხსენებელმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ინფლაციის მაჩვენებლებსა და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის თანახმად, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.

საერთაშორისო რეზერვებზე საუბრისას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.

მისი თქმით, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები. მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილ „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტს მხარი დაუჭირა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შოიგუს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და მათი მფარველი პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს – სხვა არანაირი დანიშნულება ამას არ აქვს – გია ვოლსკი
  • საქართველოდან სომხეთში განზრახ მკვლელობის, რვა პირის მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
  • ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით – ნიკოლოზ სამხარაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge