საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
მათივე ინფორმაციით, სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.
„9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979), გადაიდო ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აღნიშნული სხდომა განახლდება 10 ნოემბერს 12:00 საათზე. სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე“, – ნათქვამია საკონსტტიუციო სასამართლოს განცხადებაში.
