Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს – საია

November 9, 2026
ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2026 წლის 1-ელი სექტემბრამდე პერიოდს ფარავს, წინა ანგარიშების მსგავსად, „უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს“.

„თავად ანგარიში მიუთითებს, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების კუთხით უკვე მესამე წელია უკუსვლა შეინიშნება. ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელზეც ადგილობრივი უფლებადამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მექანიზმები უკვე მესამე წელია საუბრობენ. ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა და დაზიანდა რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, რომელიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, აგრეთვე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს.

საქართველოში წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციის სამართლებრივი გარანტიები არასაკმარისია. შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება და მათი შემდგომი განხილვა არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ნაბიჯები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საპროცესო გარანტიების, მტკიცების სტანდარტებთან დაკავშირებული სიცხადის არარსებობისა და დაკავების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ეფექტიანი უფლების არარსებობის მიმართულებით.

ანგარიში ხაზს უსვამს საპოლიციო ძალადობისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის არარსებობას და აღნიშნავს, რომ 2026 წლის მაისში გენერალურმა პროკურატურამ, 2024 წლის დემონსტრაციების დროს ძალადობის გამო, ხუთი პოლიციელის მიმართ წარადგინა ბრალდება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა ამ დრომდე გამოუძიებელია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიება ამ დრომდე არ ჩატარებულა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შეკრებების მარეგულირებელი კანონმდებლობა კვლავ შემზღუდველია. საანგარიშო პერიოდში განვითარებული მოვლენები მიუთითებს შეკრებების პოლიციური კონტროლის შემზღუდველი პრაქტიკის თანდათანობით დამკვიდრებაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. უკვე მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც. ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის საქმიანობის გარემოზე კვლავ უარყოფითად აისახება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების სისტემატური ფაქტები, მათ შორის, ონლაინ კამპანიები, რომელთა მასშტაბსაც პროსამთავრობო მედიასაშუალებები კიდევ უფრო ზრდიან. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესება გაგრძელდა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით დაწყებული სამართალწარმოება ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.

ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის სრულყოფილი რეფორმირების მიმართულებით, მიუხედავად დიდი ხნის განმავლობაში არსებული რეკომენდაციებისა. ანგარიშის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტულობა და გამჭვირვალობა. ანგარიშის მიხედვით, მართლმსაჯულების სფეროში ზედიზედ უკვე მესამე წელია, ამ მიმართულებით უკუსვლა შეინიშნება. დემონსტრანტებისთვის დაკისრებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა რეპრესიული მექანიზმის აღსრულების ინსტრუმენტად გამოიყენება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წინა წლის რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი და რელევანტურია და იგი მოუწოდებს სახელმწიფოს, მყისიერად იმოქმედოს მათ შესასრულებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს
  • შეიძლება თუ არა სისხლის ცილებმა იშვიათი გენეტიკური დაავადებების აღმოჩენა შეძლოს – კვლევა
  • მთავრობის ახალი გადაწყვეტილება – განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge