Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას – სოზარ სუბარი

November 9, 2026
ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას – სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ არ იყოს მიმართული.

სუბარის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის წევრ ჩეხეთში, მათთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენთვის ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი, 20 წელზე მეტია უკვე, ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩეხეთის ინტერესებისთვის არ იყოს საინტერესო და, პირიქით, ჩეხეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მთავრობასა და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს. საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სუბარის განმარტებით, ჩეხეთს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, რადგან ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, ვაჭრობაც საკმაოდ ინტენსიურია. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში ჩვენი ექსპორტი ძალიან მოიკოჭლებს, დაახლოებით 12-ჯერ მეტია ჩეხური იმპორტი საქართველოში, ვიდრე ჩვენი ექსპორტი. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩეხეთი ავტომობილებს აწარმოებს, ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი პუნქტია ევროკავშირში. ჩვენც ისეთი რაღაცები გვაქვს, რაც შესათავაზებელია. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მრეწველობა-ვაჭრობისა და თავდაცვის მინისტრებთანაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
  • საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა
  • ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, გამოიჩინეთ სიფრთხილე… – მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge