Tuesday, July 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახმეტაში სასმელ წყალს ცისტერნებით არიგებენ

August 12, 2022
ახმეტაში სასმელ წყალს ცისტერნებით არიგებენ

ზაფხულის სეზონის დადგომის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მოსახლეობას სასმელი წყალი თითქმის არ მიეწოდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მეორე წელია მიმდინარეობს, თუმცა სოფელში კვლავ წყლის დეფიციტია.

„ძალიან რთულ დღეში ვართ, ხან პირის დასაბანი წყალიც არ არის. თუ მოვა, ისე მოწანწკარებს, 24 საათში, 10 ლიტრი შეგროვდა. რეზერვუარის შევსებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. როგორც ვიცით, ტექნიკური პრობლემებია, რასაც ვერ აგვარებენ და ასე , ცისკარას იმედზე ვართ. ცისტერნებით ჩამოარიგებენ – ხოლმე, მაგრამ ვის ეყოფა?“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადასტურებენ, რომ სოფელ მატანში წყლის დეფიციტია და თითქმის ყოველდღე, წყლის ცისტერნებით დარიგება უწევთ.

„თითქმის ყოველდღე ვარიგებთ, ნამდვილად პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ ორი გაყვანილობაა, ახალში წყალი არ შედის, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, სისტემაზე დაერთებული არ არის, თითქმის კართან მიყვანილი წყლის შეყვანა არ უნდათ. ძველ სისტემაში, კი არ არის საკმარისი წყალი, თან არ უფრთხილდებიან, სარწყავად იყენებენ. მალე ეს სისტემები გადაეცემა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და ჩაირთვება მრიცხველებიც, ყოველდღე წყალიც შემოწმდება და უწყლობის საკითხიც გადაწყდება“, – განაცხადეს მერიაში.

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, გასული წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოების დასრულებას მიმდინარე წლის 15 აგვისტოსთვის ვარაუდობენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს” – ვისზე წერს რომან გოცირიძე?
  • “ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან”- ნიკოლოზ კახეთელიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge