ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი 3 წლისაა – გოგონა მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ გადაარჩინეს.
ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.
მაშველებმა გარადჩენილი ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს – ის სავარაუდოდ კლინიკაში შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.
მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს – ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.
მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.
სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში დილით მოხდა.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.
