Saturday, November 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ჰიპნოზი” და გამოგონილი “კრიმინალური ავტორიტეტი” – ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მუქარით 2 მილიონი გამოსძალეს

November 7, 2026
“ჰიპნოზი” და გამოგონილი “კრიმინალური ავტორიტეტი” – ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ მუქარით 2 მილიონი გამოსძალეს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილს კომპანია “დიმ ჰოლდინგის” მფლობელი თაღლითური სქემის მფარველობაში ადანაშაულებს.

დიმიტრი კიხანიდი ამტკიცებს, რომ მას 2 მილიონი გამოსძალა მისივე მენეჯერმა, ნატალია ბეჟიტაშვილი, რომლიც 32 წლის კაცის მონაყოლით მოსამართლის ახლობელია.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ როდესაც ფულის გადახდაზე უარს ამბობდა, ნატალია ბეჟიტაშვილი მესიჯებს წერდა რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტები უკვე მასზე თავდასხმას და მისი საცოლის გატაცებას ამზადებდნენ.

“შაბათის ეთერის” რესპოდენტი ჰყვება, რომ ნატალია ბეჟიტაშვილი “დიმ ჰოლდინგის” მენეჯერის პოზიციაზე ახალგაზრდა ქალის დედის თხოვნით დანიშნა. ბეჟიტაშვილის დეედა კი ახალგაზრდა კაცის მტკიცებით, ის ეზოთერიკოსია, რომელიც დიმიტრი კიხანიდის მონაყოლით მას აურის გაწმენდას და შემოსავლის ზრდაზე რიტუალებს უტარებდა.

დიმტირი კიხანიდი ყვება, რომ ერთ დღეს, კომპანიის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულმა ნატალია ბეჟიტაშვილმა უთხრა, რომ ბიზნესს გავლენიანი მფარველი სჭირდებოდა და ასეთი იყო ქალაქში ცნობილი, ვინმე თედო დადიანი, რომელიც “თბილისს მის ჭკუაზე ატრიალებდა”.

თედო დიდიანი – ამ გვარის და სახელის მოქალაქე, საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არ არსებობს. არ იძებნება არც თეოდორე ან თევდორე დადიანი.სავარაუდოდ, ის გამოგონილი პიროვნებაა. ბიზნესმენს ის თვალით არასდროს უნახავს.
დიმიტრი კიხანიდი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მისი მენეჯერის ნატალია ბეჟიტაშვილის ხელით, ვირტუალურ პიროვნებას დიდი ფულს უგზავნიდა, როდესაც ფული არ ჰქონდა, ნატალია ბიზნესმენს პროცენტიან ვალს აძლევდა, რომ ისევ მისთვის გადაეცა, ვინმე თედო დიადიანისთვის მისაცემად.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ჯამში ორ მილიონი ლარი გაუგზავნა ვინმე თედოს, რომ “დიმ ჰოლდინგის” მფარველი გამხდარიყო, კრიმინალებს არ შეეწუხებინათ და უცხოელი ინვესტორები მომსახურება გაეგრძელებინა.

დიმიტრი კიხანიდი ამბობს, რომ როდესაც ბიზნესმენი კრიმინალური სამყაროს სახელით მოქმედი თედო დადიანისთვის ფული გაგზავნას აგვიანებდა, მისი მენეჯერი არწმუნებდა, რომ იგეგმებოდა მასზე თავდასხმა, ამ მისი საცოლის გატაცება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პროტესტი უნდა შევინარჩუნოთ!” – ლაშა ბერიძე 4 ოქტომბრის მოვლენებს იხსენებს
  • ავარია მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავე სასწავლებლის ერთ-ერთ სტუდენტს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge